ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქთმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით „ერთი ფანჯრის პრინციპის” დანერგვის პროცესი დაიწყო.
ერთი ფანჯრის სისტემაზე გადასვლა, ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად, ელექტრონული სისტემების დანერგვას ითვალისწინებს, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში, ქალაქთმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას.
პროექტის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში
შეხვედრები მიმდინარეობს, რომელსაც მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები ესწრებიან.





















