Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ჭიაური ჩადუნიანი და მსხალგორი ახალი საბავშვო ბაღები...

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ჭიაური ჩადუნიანი და მსხალგორი ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ჭიაური, ჩადუნიანი და მსხალგორი ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა.

ბაღების გახსნას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია დაესწრნენ.

სოფლების მსხალგორისა და ჩადუნიანის სააღმზრდელო დაწესებულებები 50-50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ხოლო სოფელ ჭიაურის სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 75 აღსაზრდელზე. საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად, ეზოს კეთილმოწყობა

განხორციელდა, ასევე, მოეწყო საბავშვო გასართობი მოედნები.

საბავშო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

2021 წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 12 ახალი საბავშო ბაღი აშენდა, რაზეც ჯამურად 21 790 973 ლარი დაიხარჯა.