გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მონაწილეები გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო “რანჩო ვარიანში” გაემგზავრნენ.
ახალგაზრდული ბანაკი სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ პროგრამას მოიცავს.
ახალგაზრდული ბანაკის პროექტში 14 – დან 18 წლამდე ასაკის 50 ახალგაზრდა მონაწილეობს.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, დამოუკიდებელი აზროვნების და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.





















