Home რეგიონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მინისტრსა და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.

დიპლომატები კახეთში „შატო ზეგაანში” ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები. სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები და ტრადიციულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.