Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის და სოფელ ახაშნის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სასწავლო სააღმზრდელო...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის და სოფელ ახაშნის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სასწავლო სააღმზრდელო წელი ახალ შენობებში დაიწყეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის და სოფელ ახაშნის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სასწავლო – სააღმზრდელო წელი ახალ შენობებში დაიწყეს.

ახალი საბავშვო ბაღები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბერიძიშვილმა და გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ხატია ზაკალაშვილმა გახსნეს.

ახალი საბავშვო ბაღები 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღნიშნული საბავშვო ბაღები ,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.7 მილიონი ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურვა კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

დღეს სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაღში განახლდა.