11 სექტემბერს, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, კრწანისის ბრძოლის 230 წლისთავისადმი მიძღვნილი სესია გაიმართა.
სესიის მოხსენებით გამოსვლა მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა გურამ ურჩუხიშვილმა წარმოადგინა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ისტორიული ფაქტები და კრწანისის ბრძოლის მნიშვნელობა გააცნო.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებები და ხედვები გააზიარეს.