ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი შეწამვლის ღონისძიება გადაიდო.
როგორც მერიაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში განისაზღვრება ახალი თარიღი, რომელზეც მოსახლეობა დამატებით ინფორმირდება.
„მოსახლეობას ვთხოვთ, ყურადღებით მიადევნოს თვალყური მერიის ოფიციალურ განცხადებებს და დროულად გაეცნოს განახლებულ ცნობებს“, – აღნიშნავენ მერიის პრესსამსახურში.