Home რეგიონი თელავი აქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი თელავში პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟს” ეწვია

აქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი თელავში პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟს” ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან ერთად, თელავში პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟს” ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა.

მინისტრი ასევე გაეცნო კოლეჯის ტერიტორიაზე მიმდინარე ახალი სახელოსნოების მშენებლობას, რომელიც სამინისტროს ბიუჯეტიდან 5 614 755 ლარით დაფინანსდა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კოლეჯი ,,პრესტიჟი” არამარტო კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას აძლევს.

,,კოლეჯ ,,პრესტიჟის” ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი კორპუსის მშენებლობა, სადაც 2026 წლიდან დაიწყება სამშენებლო პროფესიებით დაინტერესებულ პირთა გადამზადება ასევე, ახალი პროგრამების ამოქმედება.

ვიმსჯელეთ პროგრამების არეალის გაფართოებაზე და ახალი პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის, იყალთოში არსებული კოლეჯის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს კონცეფცია დამუშავდება და ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაც დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

კოლეჯი ,,პრესტიჟი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ახორციელებს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე პროფესიულ მომზადება/ გადამზადების პროგრამებს.

კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სასწავლო ინვენტარითა და მანქანა-დანადგარებით. სასწავლებლის შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე.

მინისტრთან ერთად პროფესიულ კოლეჯში იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტის წევრი გელა სამხარაული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.