Home რეგიონი ჯანდაცვის მინისტრი გიორგი ალადაშვილთან ერთად „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი გიორგი ალადაშვილთან ერთად „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან ერთად „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო, შეხვდა სამედიცინო პერსონალს, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს – ისაუბრეს ამჟამინდელ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, კლინიკაში, დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ: „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.