გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული ტურიზმის განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე ის ღონისძიებები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეკრეაციული ტურიზმის განვითარებას, მათ შორის ხაზი გაესვა სამოქმედო გეგმის შექმნის საჭიროებას.
შეხვედრას ორგანიზაცია CENN – ის კოორდინატორი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელები და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.