5 სექტემბერს ახმეტის კულტურის სახლში, კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური დასის მიერ წარმოდგენილი იყო სპექტაკლი ,,წრე”.
ახალბედა მსახიობებმა შესანიშნავად განასახიერეს პერსონაჟები და მაყურებლში დიდი ემოციები გამოიწვიეს.
სცენარის ავტორს, რეჟისორს – ნანა ქიბროწაშვილს და თეატრალური დასის მონაწილეებს, ახმეტის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა წარმატებები უსურვა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.





















