Home რეგიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

მინისტრმა მადლობა გადაუხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს, მოსავლის ორგანიზებული დაბინავების უზრუნველყოფისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი იქნება წარმატებული და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.

გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს ოპერატიული ინფორმაცია წარუდგინა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების პროცესის შესახებ. 6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia