Home რეგიონი ყვარელი 4 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახალხო თეატრში ჩატარდა ლექცია თემებზე “წმიდა ნინო და...

4 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახალხო თეატრში ჩატარდა ლექცია თემებზე “წმიდა ნინო და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება”

2026 წელს სრულდება ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს მიერ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის – დანიელის ინიციატივით, ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მეცნიერებმა და კულტურის მოღვაწეებმა დაიწყეს ღონისძიებების ციკლი – „ის, რაც გვაერთიანებს“. პროექტი აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა- ილია მეორემ.

დღეს, 16:00-ზე ყვარლის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძრის წინამძღვრის – მღვდელი გიორგი გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით,

კოტე მარჯანიშვილის სახალხო თეატრში ჩატარდა ლექცია თემებზე :

1. “წმიდა ნინო და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება” . მომხსენებელი – ისტორიის დოქტორი,პროფესორი გიორგი ჭეიშვილი .

2. „ქართველთა ეთნოგენეზი“. მომხსენებელი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი ვალერი ვაშაკიძე .

ღონისძიებას დაესწრო ნეკრესის ეპარქიის სამღვდელოება, მრევლი და ყვარლის საზოგადოება, რომელთა შორის , კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი – მაია ზარდიაშვილიც იმყოფებოდა.