Home რეგიონი თელავი გიორგი ალადაშვილი და ლევან ანდრიაშვილი თელავში პროკრედიტ ბანკის ფილიალის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ

გიორგი ალადაშვილი და ლევან ანდრიაშვილი თელავში პროკრედიტ ბანკის ფილიალის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი თელავში, პროკრედიტ ბანკის ფილიალის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ახალი ფილიალის გახსნა მიულოცეს.

თელავში, მერაბ კოსტავას ქუჩა, #3-ში მდებარე პროკრედიტ ბანკის ახალ ფილიალში, ამჟამად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.