
ახალი სახე ქალაქში
2021 წლამდე ნიკა მეტრეველი თელავში არ ცხოვრობდა. მისი პროფესიული საქმიანობა სხვა ქალაქებს უკავშირდებოდა, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა. ბედმა და მეგობრობამ 2021 წელს სწორედ თელავში მოიყვანა – ქალაქში, რომელიც ბუნებრივად ფრთხილია და სიფრთხილით ეკიდება მოსულ უცხო ადამიანებს.
პირველი რეაქციები
პირველ დღეებში ნიკას მიმართ თელაველთა დამოკიდებულება განსხვავებული იყო:
- ზოგს ეშინოდა,
- ზოგი პატივისცემით ეპყრობოდა,
- ზოგიც დაუფარავად ეჩხუბებოდა.
თუმცა ნიკოლოზის , მთავარი გამოწვევა უფრო დიდი იყო – დაემტკიცებინა, როგორ შეძლებდა ქალაქის განვითარებაში აქტიურად ჩართვასა და თელაველებისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელებას.
დაუღალავი შრომა და ერთგულება
თელავისთვის მიცემული პირობა მარტივი არ იყო. თითოეული პროექტი, ინიციატივა და ღონისძიება უძილო ღამეებს, შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვდა. ნიკამ ეს გზა აირჩია, საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე, თელავის კეთილდღეობისთვის.

ჩვენიანად ქცეული უცხო
დღეს, ოთხი წლის შემდეგ, ნიკა მეტრეველი თელავის ნაწილია. მან დაამტკიცა, რომ შეუძლია ქალაქის წინაშე ერთგულად დადგეს, მისი საჭიროებებისათვის ემსახუროს და თითოეულ პროექტში გულისხმიერება ჩადოს.

ნიკოლოზ მეტრეველმა ნამდვილი თელაველის მუნდირი აიღო და ღირსეული თელაველის ადგილი დაიმკვიდრა – პატარა, მაგრამ დიდ ისტორიულ ქალაქში, რომლის ბედი დღეს მის შრომასა და ერთგულებაზე ნაწილობრივ მაინც დამოკიდებულია.
გაუმარჯოს ოდესღაც უცხოს, ჩვენს რიგებში, რომელმაც თელავის გულში თავისი ადგილი დაიკავა !





















