ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, 2025 წელსაც დააჯილდოებს საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელეს.
პირველკურსელები ერთჯერად ფულად წახალისებას მიიღებენ:
- ოქროს მედალოსანი სტუდენტები – 600 ლარი;
- ვერცხლის მედალოსანი სტუდენტები – 500 ლარი;
- უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები – 400 ლარი;
- 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელები – 1000 ლარი;
- „TOP 501“-ში მოხვედრილი სტუდენტები – 1500 ლარი.
ასევე, აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები 300 ლარს მიიღებენ, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტები – 500 ლარს.
2025 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან სწავლას 200 აბიტურიენტი გააგრძელებს, მათგან 35-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, მათ შორის 14 სტუდენტმა სრული დაფინანსება მიიღო.
ჯილდოს მისაღებად სტუდენტებმა ლაგოდეხის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება მერის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტი;
- ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
- უმაღლესი სასწავლებლის ცნობა ჩარიცხვის შესახებ;
- სკოლის დამთავრების ცნობა (ოქროს ან/და ვერცხლის მედალზე).





















