გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში, მუსიკალურ ფესტივალს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც “ახალგაზრდული საბჭოს” ორგანიზებით გაიმართა, სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა მოეწყო. ფესტივალში ადგილობრივი ბენდი – “კულტურის სარდაფი” და დიჯეი მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გურჯაანში მუსიკალური ფესტივალი უკვე მერვედ ჩატარდა.





















