Home რეგიონი კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა და მათ ახალი მოადგილე მამუკა...

კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა და მათ ახალი მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი წარუდგინა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა და მათ ახალი მოადგილე – მამუკა ბურდიაშვილი წარუდგინა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს რთველი 2025-ის მიმდინარეობა. რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.

2 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 3,5 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს.

რთველი კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალურ – ეკონომიკური მიმართულებით არსებული საკითხები.

შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.