თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვანთასა და ქვემო ხოდაშენში სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი გაეცნენ.
პროექტის მიზანია სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 394 497 ლარს შეადგენს და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.





















