ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ვიდეოკონკურსი „ამბავი ჩემი ქალაქის/სოფლის ისტორიიდან“. მონაწილეებმა უკვე წარმოადგინეს ნამუშევრები, ხოლო გამარჯვებულები სოციალური ქსელით მიღებული მოწონებების რაოდენობით განისაზღვრება.
ხმის მიცემა 1 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დასრულდება. ორგანიზატორების განცხადებით, ხმის ჩასათვლელად აუცილებელია ვიდეოს გახსნა და მოწონება, ან ნამუშევრის მთავარ გვერდზე გადასვლა და იქიდან გამოხმაურების დაფიქსირება.
კონკურსის შედეგებით, პირველი ადგილის მფლობელი 300 ლარს მიიღებს, მეორე ადგილი – 200 ლარს, მესამე – 100 ლარს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ინიციატივა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ხორციელდება.





















