ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილი დაესწრნენ.
ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა დახვდათ. გაიმართა ტურნირი მკლავჭიდში და სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოება.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე დააჯილდოვეს მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი ახალგაზრდები.
ახალგაზრდული ფესტივალი მოწვეული მომღერლებისა და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.





















