გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ქალაქ გურჯაანში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრნენ.
წლევანდელი სიმპოზიუმის თემატიკას წარმოადგენს – ,,გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი“.
პროექტში მონაწილეობენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოქანდაკეები, რომლებიც საკუთარ კომპოზიციებზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ.
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს გურჯაანი უკვე მეორე წელია მასპინძლობს. სიმპოზიუმის მონაწილე მოქანდაკეთა ნამუშევრები 15 სექტემბერს დასრულდება და მათი ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.





















