Home რეგიონი ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა სოფელ ზემო ალვანში შიდა საუბნო გზის მოასფალტების...

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა სოფელ ზემო ალვანში შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, მოადგილე ვანო ნასყიდაშვილთან ერთად სოფელ ზემო ალვანში, შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში გზის 1513 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

სამუშაოების ღირებულება 812 220 ლარს შეადგენს.