Home რეგიონი ყვარელი მოახლოებულ რთველთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

მოახლოებულ რთველთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

მოახლოებულ რთველთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ გივი ზაუტაშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დაწვრილებით განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საკითხები.

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდა რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.