Home დღის ამბები საზოგადოება საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

42 წლის ჯაბა გულიაშვილს საქართველოში შაბათს, 23 აგვისტოს ჩამოასვენებენ.

მამაკაცი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდან არის და წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გულიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად კი გულის შეტევა სახელდება.

საფრანგეთში გარდაცვლილი კაცი სამოქალაქო აქტივისტი იყო. ის 2003 წლის ვარდების რევოლუციის აქციებსა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო გამოსვლებში იღებდა მონაწილეობას.

ცხედრის გადმოსვენების საკითხებში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჯაბა გულიაშვილს მის მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ