Home დღის ამბები საზოგადოება 2025 წლის რთველისთვის ამოქმედდა საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზები

2025 წლის რთველისთვის ამოქმედდა საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზები

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში განთავსებული საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს მათ მიერ წამოჭრილი საკითხებისა და შეკითხვების დასაზუსტებლად შეუძლიათ მიმართონ ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

„სახელმწიფო აგრძელებს მევენახე ფერმერების მხარდაჭერას ყურძნის მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით. დამატებითი ცხელი ხაზის ამოქმედება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რთველის პროცესის ეფექტურად წარმართვას,“ – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ჭარბი ყურძენი სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს.

📌 შესყიდვის ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • საფერავი (კახეთი) – 1,50 ლარი;
  • სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი;
  • არაკონდიციური ყურძენი (შაქრიანობა ≤18%) – 1,00 ლარი;
  • დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1,00 ლარი.