Home დღის ამბები სამართალი ქალაქ ახმეტაში ელექტრო სკუტერი მოიპარეს

ქალაქ ახმეტაში ელექტრო სკუტერი მოიპარეს

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდობის შესახებ ინფორმაცია მფლობელის, რუსკა ესტატიშვილისაგან შეიტყვეს.

როგორც ესტატიშვილი სოციალურ ქსელში წერს, პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს პირები, რომლებმაც

მისი კუთვნილი სკუტერი მოიპარეს.

ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც.