გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა სოფლების – არაშენდის, ნანიანის და ჯიმითის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე მერმა წყალმომარაგებისა და მელიორაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
საუბარი შეეხო, გვალვის დროს, წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას და წყლის არსებული რესურსის სწორად გადანაწილების საჭიროებას.
აგრეთვე, ისაუბრეს საირიგაციო წყლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის, სარწყავი წყლის გამოყენების რეჟიმების დაცვის აუცილებლობაზე, რათა ყველა მომხმარებელს წყალი თანაბრად მიეწოდოს.





















