Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი სოფელ კარდენახში საჯარო სკოლის მიმდებარედ გზის სარეაბილიტაციო...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი სოფელ კარდენახში საჯარო სკოლის მიმდებარედ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი სოფელ კარდენახში, საჯარო სკოლის მიმდებარედ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, გზის 580 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი. აგრეთვე, მოეწყო სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 362 000 ლარით დაფინანსდა.