სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან 3 კილომეტრში, სოფელი ხრამჰესი იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა დაფიქსირდა, ხოლო სიღრმე 10 კილომეტრი.
მიწისძვრა თბილისის დროით 10:08 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივ მოვლენას ნგრევა არ გამოუწვევია.





















