Home დღის ამბები სამართალი დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე 4 ჰექტარზე მეტი საძოვარი დაიწვა

დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე 4 ჰექტარზე მეტი საძოვარი დაიწვა

ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ხანძარი ტერიტორიაზე გუშინ გაჩნდა.

მათივე თქმით, ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური იქნებოდა, თუმცა ცეცხლის კერები გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩააქრო.

ხანძრის გაჩენის ფაქტს ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში და აცხადებენ, რომ გადარჩენილია ნაკრძალში განთავსებული უნიკალური ჯიშის ცხოველები და ფრინველები. ვინაიდან აალებამ კონკრეტულ მონაკვეთზე ვერ მიაღწია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედოფლისწყაროში, სასოფლო- სმეურნეო ნაკვეთებში ნარჩენების უკონტროლოდ გადაწვის შედეგად, ქარსაცავი ზოლები, ვენახები და მზესუმზირის ბაღებიც განადგურდა.