Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ლაგოდეხში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, მერიის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალური დოკუმენტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.

„გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით მიღებული მდგრადი განვითარების ზოგიერთი მიზნის მიღწევა და შესაბამისი ამოცანების შესრულება ექსკლუზიურად მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა აქტიურად გადადგას ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების მიმართულებით. სწორედ ამ პრინციპით შევქმენით სამუშაო ჯგუფი, და დღევანდელი შეხვედრაც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვას,“ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.