გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტუალური საკითხები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე, გვალვიან ზაფხულში სოფლებში არსებულ მთავარ გამოწვევად წყალმომარაგების საკითხი დასახელდა, რომლის მოგვარებაზეც მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რამდენიმე სოფელში შეიცვალა დაზიანებული წყლის საქაჩი ტუმბო და წყალმომარაგების ქსელი.
შეხვედრაზე სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათი შესრულების ვადებზეც იმსჯელეს.
მერის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჭაბურღილებთან არსებული წყლის ავზების დროულად შევსების და მოსახლეობასთან ოპერატიულად მიწოდების საკითხს.





















