გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი სოფლების — კაჭრეთის, არაშენდის, ქოდალოსა და დარჩეთის — მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხზე ისაუბრა.
წლების განმავლობაში აღნიშნულ სოფლებს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისის“ ჩართულობით, სოფლებში შეიცვალა წყალსაქაჩი ტუმბოები, რის შედეგადაც წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ამასთან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად ახორციელებს 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.





















