2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისათვის ბრძოლას ყვარლის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ახალგაზრდა გმირის — ზურაბ ტურაშვილის, ილია შავერდაშვილის, გელა მებაღიშვილისა და პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილის — სიცოცხლე შეეწირა.
მათი ხსოვნის პატივსაცემად ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირების საფლავებსა და მემორიალს ეწვია და ყვავილები მიართვა.





















