შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე გამართულ ფოლკლორულ დღესასწაულზე მოხდა.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ჭრილობა დანით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
თვითმხილველები ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, რადგან, მათივე თქმით, ტერიტორიაზე ხმაური მოულოდნელად გაიგეს.
დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, კაცს ღვიძლი აქვს დაზიანებული.
პაციენტს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
 
             
	


















