Home დღის ამბები საზოგადოება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გველმა 68 წლის კაცი დაკბინა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გველმა 68 წლის კაცი დაკბინა

შემთხვევა სოფელ ხორნაბუჯში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეწარმავალმა ადგილობრივი იმ დროს დაგესლა, როცა ის შინაური ფრინველის გადარჩენას ცდილობდა.

დაზარალებული ზედა კიდურზე მიყენებული დაზიანებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, პაციენტს თავდაპირველად ანტიგიურზინი გაუკეთდა, რის შემდეგაც გურჯაანის კლინიკაში განაგრძო მკურნალობა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და სახლშია გაწერილი.

დედოფლისწყაროს ჯანდაცვის წარმომადგენლის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მედიკამენტის დეფიციტი არ არის.

ორი ერთეული ანტიგიურზინი მარაგში ინახება.