ახმეტის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს კახეთის მხარეში, ქალაქ ახმეტაში. დგას ქალაქის სამხრეთით 2,5 კილომეტრზე, ტყეში. ეკლესია ერთიმეორეზე გვერდიგვერდ მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება.
შუა ეკლესია, რომელიც გვერდით ეკლესიებზე რამდენადმე მაღალია, X-XI საუკუნეებს განეკუთვნება, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეკლესიები მოგვიანებით XIV-XV საუკუნეებშია მიშენებული. შუა ეკლესიას თავდაპირველად ჩრდილოეთიდან მინაშენი ჰქონია, რომელთანაც კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ორი ფართო თაღით იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, ჩრდილოეთ ეკლესიის აგების შემდგომ, ორივე თაღი ამოუშენებიათ.
ცენტრალური ტაძარი მოხატულია.





















