Home რეგიონი ახმეტა თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მეხუთე წელია ტარდება ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი

თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მეხუთე წელია ტარდება ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი

თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მეხუთე წელია ტარდება, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი სამკაცა კალათბურთში.

წელს პირველად ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტურნირი ტარდება გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ, ახმეტის მუნიციპალიტეტში.

5 აგვისტოს გაიმართა მოსამზადებელი მატჩები, ხოლო დღეს 6 აგვისტოს 17:30 საათიდან გაიმართება ფინალური შეხვედრები!

ასევე, საჩვენებელ თამაშს გამართავენ ომის მონაწილე ჯარისკაცები.