Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი სოფელ საბუესა და სოფელ შილდაში საგზაო ინფრასტრუქტურის...

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი სოფელ საბუესა და სოფელ შილდაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ყვარელში, სოფელ საბუესა და სოფელ შილდაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო.

ქალაქ ყვარელში, გურამიშვილის ქუჩაზე, გზის 2000 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ასფალტის საფარი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის მოწყობა. პროექტის ღირებულება 328 161 ლარს შეადგენს.

სოფელ საბუეში, “ფიქალებთან” მისასვლელ გზაზე, მიმდინარეობს 1 384 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის ღირებულება 501 910 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მიმდინარე წელს დასრულდება.

სოფელ შილდაში, დასრულდა გზის რეაბილიტაციის პროცესი. პროექტის ფარგლებში გზის 3700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები და ლითონის ცხაურები. ამ ეტაპზე, გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება – 3 123 923 ლარს შეადგენს.