Home რეგიონი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელძღვანელ პირებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე სოციალურ – ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით არსებული საკითხები განიხილა, ასევე, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას ტყის ფონდის მართვის საკითხთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები და ახალი მიდგომები გააცნეს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი და ლევან ლილუაშვილი დაესწრნენ.