24 ივლისს, 18:00 საათზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში ფილმის “მუშკეტერის თბილისი” ჩვენება გაიმართება.
ფილმი შექმნილია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დიდი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას წიგნის “კავკასიის” მოგზაურობის მიხედვით.
რეჟისორი: გიორგი ჭუმბურიძე
ფილმის ჩვენება მსახიობ ნიკა ქაცარიძის ხსოვნას და ალექსანდრე დიუმას დაბადების დღეს ეძღვნება!
დასწრება თავისუფალია!