24 ივლისს, ალექსანდრე დიუმას დაბადების დღეზე, გურჯაანის კულტურის ცენტრი უმასპინძლებს მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „მუშკეტერის თბილისი“ ჩვენებას, რომელიც ქართველი მსახიობის, ნიკა ქაცარიძის ხსოვნას ეძღვნება.
ფილმი შეიქმნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ეფუძნება დიუმას მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, აღწერილს მის წიგნში „კავკასია“. რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე გვთავაზობს თბილისის XIX საუკუნის ფერად და განცდებით სავსე პორტრეტს – დიუმას თვალით დანახულ სამყაროს, მის ემოციებსა და ურთიერთობებს ქართველ ხალხთან.
ნიკა ქაცარიძე ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს და ეს კინოროლი მის შემოქმედებით გზაზე უკანასკნელია. ამიტომაც, ღონისძიება ემოციური ხასიათის მატარებელია და აღძრავს არა მხოლოდ მხატვრული განცდებს, არამედ მეგობრების, კოლეგებისა და მაყურებლის მეხსიერებას მსახიობზე, რომელიც დიდი გულითა და ტალანტით მოქმედებდა.
ფილმის ჩვენებას თავად რეჟისორი წარადგენს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება პირადად შეხვდეს გიორგი ჭუმბურიძეს, დაუსვას კითხვები და მოისმინოს ისტორია იმაზე, თუ როგორ დაიბადა ფილმის გადაღების იდეა.
🎥 ფილმის ჩვენება გაიმართება 24 ივლისს, 18:00 საათზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში.
დასწრება თავისუფალია.