მოსალოდნელია წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისის საღამოდან 22 ივლისის დილამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში დროგამოშვებით იქნება ხანმოკლე, თუმცა ზოგან ძლიერი წვიმა და ელჭექი.
მაღალმთიან ზონებში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი ქარი. სააგენტოს შეფასებით, ამინდის ცვლილებისგან გამოწვეული საფრთხის დონე საშუალოა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). – წერია სააგენტოს განცხადებაში.