Home ბლოგი რძე და მისგან დამზადებული ნაწარმი ზაფხულში მალფუჭებადია

რძე და მისგან დამზადებული ნაწარმი ზაფხულში მალფუჭებადია

რძე და მისგან დამზადებული ნაწარმი ზაფხულში მალფუჭებადია – ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც სპეციალისტი განმარტავს, რძისა და მისი პროდუქტების დამზადების დროს განსაკუთრებული ყურადღება ჰიგიენურ პირობებს უნდა მიექცეს და შენახვის ვადებიც მკაცრად იყოს დაცული. მაღალი ტემპერატურის პერიოდში პროდუქტი მალე ფუჭდება და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.