Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მერის მილოცვა ევროპის ჩემპიონს – სარა სალთხუციშვილს

გურჯაანის მერის მილოცვა ევროპის ჩემპიონს – სარა სალთხუციშვილს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულს — სარა სალთხუციშვილს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.

სარამ 11 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა!

მერმა ახალგაზრდა ჩემპიონს ფულადი ჯილდოდ 1000 ლარი გადასცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
„ასეთი გამარჯვებები ჩვენთვის არა მხოლოდ სიხარულია, არამედ მაგალითიც — როგორ შეიძლება პატარა ქალაქიდან დიდ ევროპულ დაფებზე ჩემპიონი გახდე,“ — აღნიშნა გიორგი მაჭავარიანმა.

სარა სალთხუციშვილის წარმატება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სპორტსა და განათლებაში გონივრული ინვესტიცია დიდი შედეგებით ბრუნდება. გურჯაანი ამაყობს შენით, სარა!