Home რეგიონი ყვარელი ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმს ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება

ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმს ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება

📍 ყვარელი – კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმს მალე ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება.

🔹 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

🔹 პროექტის ფარგლებში აშენდა 80 კვ.მ ფართობის ერთსართულიანი შენობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოპირკეთება და შიდა სამუშაოები.

🔹 პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 811 ლარით ფინანსდება და მიზნად ისახავს მუზეუმის ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას.

🏛️ განახლებული სივრცე გააუმჯობესებს მუზეუმის მუშაობას და სტუმრებისთვის მომსახურების ხარისხს.