ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჩანტლისყურესა და ქალაქ ყვარელში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო.
ქალაქ ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები. პროექტის თანახმად დაგეგმილია გზის 906 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ასფალტის საფარისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 1 291 897 ლარია.
ასევე, ქალაქ ყვარელში, დურუჯის ქუჩაზე, დაგეგმილია გზის 2 350 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 1 239 790 ლარს შეადგენს.
სოფელ ჩანტლისყურეში, შიდა საუბნო გზაზე დაიგება 640 მეტრი ასფალტის საფარი და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება 363 951 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.