Home რეგიონი თელავი საქართველოს პროკურატურამ თელავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, თელავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს თელავში წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ბრალდებული, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომუშავე დაზარალებულს ცივი იარაღით თავს დაესხა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულადი თანხის გადაცემა მოსთხოვა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238’ მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.