ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც მორიგი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, წარმოდგენილობითი ორგანოს წევრები პარასკევს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.
დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა აღნიშნული საკითხი, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ლაგოდეხის ფილიალის მიერ 2024 წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ფორმატში მოისმინეს.